ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლა წარმოადგენს სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა და ნიჭიერი ახალგაზრდების მომზადება პროფესიული და უმაღლესი სახელოვნებო განათლების მისაღებად.
სკოლა 59 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კულტურის ცენტრის პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია 9 სასწავლო კაბინეტი და სარეპეტიციო სივრცე.
სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას
- სასწავლო მიმართულებები:
- * საფორტეპიანო;
- * საორკესტრო;
- * ქორეოგრაფიული;
- * გიტარის კლასი;
- * ფანდურის კლასი;
- * ვოკალური მიმართულება (ესტრადა);
- * საგუნდო კლასი;
- * დოლის კლასი;
- * ანიმაციური ფილმების სტუდია.
ანიმაციური ფილმების სტუდია სკოლაში 2023 წელს დაფუძნდა და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ ანიმაციის თანამედროვე ხელოვნება და შემოქმედებითი პროცესის ძირითადი პრინციპები.


